ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტს გადააბარა. როგორც კურტანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის სიმბოლურად რჩება ფედერაციის პრეზიდენტად, რადგან გადაწყვეტილების მიმღები ვიცე-პრეზიდენტი ედიშერ მაჩაიძე იქნება.
კურტანიძემ პრეზიდიუმს შემდეგი მოდელი შესთავაზა - უფლებამოსილებას აბარებს ვიცე-პრეზიდენტს ედიშერ მაჩაიძეს და 26 თებერვალს დაინიშნოს საანგარიშო ყრილობა. ამასთან, 26 თებერვალს შესაძლოა ჩატარდეს საარჩევნო ყრილობა, რაც კურტანიძის თქმით, იურისტების გადასაწყვეტია.
ამ დროისთვის პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს.