მოქალაქეს, რომლის მიმართაც ფარული მოსმენა-მიყურადება განხორციელდა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს

მოქალაქეს, რომლის მიმართაც ფარული მოსმენა-მიყურადება განხორციელდა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს

ფიზიკური პირი, დაინტერესების შემთხვევაში, პასუხს კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მისი ფარული მოსმენა, ვერ მიიღებს, თუმცა აგვისტოში "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ფარული საგამოძიებო მოქმედების შეტყობინების ვალდებულება ჩაიდო - ნებისმიერ პირს, იქნება ეს სამართალწარმოების მხარე, თუ მესამე პირი, აუცილებლად უნდა ეცნობოს, რომ მის მიმართ ფარული ღინისძიება განხორციელდა, ხოლო საკითხს, თუ როდის უნდა ეცნობოს, პროკურორი წყვეტს.

განმარტება იმის თაობაზე, თუ რა უფლებები შეიძლება გამოიყენონ მოქალაქეებმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან მიმართებით, "ინტერპრესნიუსმა" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ვახტანგ ხმალაძეს სთხოვა.

"არსებობს კონსტიტუციური ნორმა, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. ეს ეხება პირად მონაცემებს, ანუ თუ თქვენზე სადმე რამე ინფორმაცია დევს, უნდა გითხრან. მხოლოდ ერთი შემთხვევაა, როცა შეიძლება ასეთი ინფორმაცია არ გითხრან – ეს არის შემთხვევა, თუკი ხართ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, თუკი გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების მასალები საიდუმლოა, ვიდრე ის სასამართლოში არ წავა. ფარული მოსმენა შეიძლება განხორციელდეს ისეთ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს და მიმდინარეობს საქმის ძიება, ასევე როცა ადგილი აქვს პირის ძებნას და იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების დარღვევას და საქმეს კონტრდაზვევრვის სამსახური იკვლევს. მიმდინარე წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებებით კანონში ჩაიდო ნორმა, რომლის მიხედვით, ვთქვათ ვიღაცის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ამ პირმა თქვენ დაგირეკათ, თქვენ დანაშაულთან არანაირი კავშირი არა გაქვთ, მაგრამ ეს მონაცემი იყო ჩაწერილი. როცა გამოძიება დასრულდება, თქვენ უნდა გაცნობონ მოსმენის თაობაზე და იმის შესახებ, რომ მასალა განადგურდა. შეიძლება გისმენდეს სახელმწიფო და შეიძლება გისმენდეს კერძო პირი, თუ უკანონო მოსმენას აქვს ადგილი, ამას ვერც ერთი და ვერც მეორე მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს და თუ კითხვას დასვამ, მისმეს თუ არა, გეტყვის, რომ არ გისმენს. მერე მიდი და არკვია, გისმნენ თუ არ გისმენენ", - აცხადებს ხმალაძე.

ხმალაძემ აღნიშნა ისიც, რომ ფიზიკურ პირს აქვს უფლება, მიმართოს პერსაონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტროს მის შესახებ პერსონალური მონაცმების დამუშავების შესახებ და ინსპექტორი უფლებამოსილია გამოიკვლიოს, გამოიძიოს, გააკონტროლოს, დაადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.