ფოთში მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლი მოწესრიგდება

ფოთში მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლი მოწესრიგდება

მომავალი წლიდან ფოთში მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაში საუბრობენ.

ფოთის მერი ირაკლი კაკულია დღეს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა და თემის დეტალებზე ესაუბრა.

როგორც გაირკვა, საპროექტო სამუშაოებისათვის 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ფოთის მერის ინფორმაციით, თანხა ცენტრალურ ბიუჯეტს ეკუთვნის. რაც შეეხება სანაპირო ზოლის მოწესრიგებას და ამისათვის საჭირო თანხებს, ფოთის მუნიციპალიტეტი საკითხთან დაკავშირებით ინფარსტრუქტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს გამართავს. დღევანდელ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.