დონეცკსა და ლუგანსკში აფხაზური ბანკების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

დონეცკსა და ლუგანსკში აფხაზური ბანკების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

დონეცკსა და ლუგანსკში აფხაზური ბანკების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას "იზვესტია", დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკელების სეპარატისტულ ხელისუფლებებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ხოლო აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს ჯერჯერობით არაოფიციალური ხასიათი აქვს.

ამასთან, "იზვესტიას" ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებები მაღალ დონეზე მიმდინარეობს, თუმცა საბოლო გადაწყვეტილება, ჯერ მიღებული არ არის.