საფრანგეთის "ეროვნული ფრონტის" ლიდერის, მარი ლე პენის განცხადებით, ევროკავშირის წევრობა საფრანგეთს აზიანებს. ევროკავშირის მწვავე კრიტიკით მარი ლე პენი ლიონში, საკუთარი პარტიის ყრილობაზე გამოვიდა. ამასთან, მარი ლე პენმა სოციალურ ქსელ twitter-ში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ევროკავშირი იქცა სასტუმროდ, რომელსაც ფართოდ აქვს კარი გაღებული მსოფლიო სიღარიბისა და მასობრივი იმიგრაციისთვის".
"საფრანგეთი საკუთარ სულს კარგავს, ეტაპობრივად იქცევა ჩვეულებრივ ტერიტორიად, სხვისი მმართველობის ხელში", - აცხადებს მარი ლე პენი.
უფრო ადრე მარი ლე პენმა განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმს ჩაატარებს.