„სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვეს სპეკულაციებს და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება“

„სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვეს სპეკულაციებს და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება“

 ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის კურსზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს და შეფასებები, რომ ერთ-ერთი ფაქტორი ინვესტიციების შემცირებაა, გადაჭარბებულია.

კვირიკაშვილის თქმით, ინვესტიციების მიმართულებით მთავრობა მინიმუმ შარშანდელ მაჩვენებელზე გავა. რაც შეეხება ლარის კურსს, კვირიკაშვილის თმით, ამაზე ეროვნული ბანკი მუშაობს.

„უამრავი ფაქტორი ახდენს ლარის კურსზე გავლენას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვეს იმ სპეკულაციებს და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება. ეროვნული ბანკი რამდენადაც ვიცი, ახორციელებს ზომიერ ინტერვენციებს იმისთვის, რომ ნახტომისებური ცვლილებები არ მოხდეს და მგონია, რომ ამის იქით სახელმწიფოს ჩარევა მიზანშეწონილი არაა. ასევე, მოვუწოდებ ყველას, არ იყოს პანიკა, რადგან პანიკა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ცუდად მოქმედებს. ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს საპანიკო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.