საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ მიმდინარე კვირას დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
როგორც კერესელიძემ განაცხადა, გარდა იმისა, რომ დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი, საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
მისი თქმით, შეხვედრა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება.
4-5 დეკემბერს კი, უწყების ხელმძღვანელი შვეიცარიაში, ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც თამარ ბერუჩაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება.