აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხზე სოზარ სუბარი მოლაპარაკებებს გამართავს

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხზე სოზარ სუბარი მოლაპარაკებებს გამართავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე -ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში გაემგზავრნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა. 

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან ერევანში რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართება. 

მხარეებს შორის მოლაპარაკება წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარეობს.