ირანი რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ხელშეწყობას სთხოვს.
"იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამ დებულებას შეიცავს რუსეთის ეკონომიკის მინისტრსა და ირანის ვაჭრობის მინისტრებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ურთიერთქმედების შესახებ.
გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი თანახმაა ირანის თხოვნაზე, ხელი შეუწყოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხში დახმარებაში.
რუსეთი ირანს, ასევე დათანხმდა, აუცილებელი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ეკონომიკური ევრაზიული კავშირის ხელმძღვანელობასთან დასაკონტაქტებლადაც.