ყვარელში დაჭრილი დეტექტივ-გამომძიებელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ყვარელში დაჭრილი დეტექტივ-გამომძიებელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

დეტექტივ-გამომძიებელი გელა ფიცხელაური, რომელიც ყვარელში სანადირო თოფიდან გასროლით დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

გელა ფიცხელაური მუცლის არეში იყო დაჭრილი. მას გადაუდებელი ოპერაცია ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების ცნობით, მდგომარეობა მძიმე იყო. 

ფიცხელაურს სანადირო თოფიდან წუხელ ესროლეს. რა ვითარებაში მოხდა პოლიციელის დაჭრა, ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით შსს-ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.