უკრაინაში კონფლიქტი, შესაძლოა, ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდეს

უკრაინაში კონფლიქტი, შესაძლოა, ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდეს

კონფლიქტი უკრაინაში, შესაძლოა, ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდეს, - "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ტელეარხ ZDF-ის ეთერში განაცხადა.

გერმანიის პირველი დიპლომატი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინას ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

"მე ყოველთვის ვამბობ – კონფლიქტის პროვოცირება 14 დღეშიც შეიძლება, მის გადაწყვეტას კი უკვე 14 წელი დასჭირდება", - აღნიშნა შტაინმაიერმა.

შტაინმაიერმა ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გართულებულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი სერიოზულია და ცალმხრივად ვერ გადაიჭრება.