დღევანდელი დღე შევა ისტორიაში, რადგან პირველად საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, ჩვენ ვიმუშავეთ კვირას

დღევანდელი დღე შევა ისტორიაში, რადგან პირველად საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, ჩვენ ვიმუშავეთ კვირას

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შენიშვნებს პარლამენტში ენთუზიაზმით არავინ შეხვედრია. მისი თქმით , "რესპუბლიკელებმა" არც პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიარეს და არც ვეტოს დაძლევას მისცეს ხმა.

"პროცესი სრულიად მოსალოდნელი იყო.პრეზიდენტმა შენიშვნები რაც გამოაგზავნა, მას არავინ შეხვდა ენთუზიაზმით და მიიღო ძალიან მცირე მხარდაჭერაც. ამან კიდევ გააძლიერა მოწინააღმდეგეების აზრი. ზოგიერთი შეიძლება კიდეც მერყეობდა, მაგრამ პრეზიდენტმა რაც გამოაგზავნა ის, იმდენად არადამაჯერებლი იყო, რომ მიეცა საშუალება დაეძლიათ ვეტო. ჩვენ, "რესპუბლიკელებს" არ მიგვიცია ხმა პრეზიდენტის წინადადებისთვის, ვეტოს კი წინააღმდეგ მივეცით ხმა. ვფიქრობ, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა. პრეზიდენტს საყვედურს ეუბნებოდნენ, ვეტოს ნუ ხმარობო, ეს კი კონსტიტუციით მისთვის განსაზღვრული უფლებაა და ეს უფრო დინამიურს ხდის პროცესს, ვიდრე არ მონაწილეობა და ვეტოს არ დადება. დღევანდელი დღე შევა ისტორიაში არა იმიტომ, ვეტო იქნა თუ არა დაძლეული, არამედ პირველად საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ჩვენ ვიმუშავეთ კვირას", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.