პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელს მოაწერს

პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელს მოაწერს

პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტი პრობლემებს არ შექმნის.

"პრეზიდენტი ხელს მოაწერს, როგორც კი პარლამენტის მიერ იქნება გადაგზავნილი კანონპროექტები. აქ არის გარკვეული თარიღები, რაზეც დღეს პლენარულ სხდომაზე იყო საუბარი 1-ელ დეკემბერთან დაკავშირებით, გარკვეული ვაკუუმის საფრთხეებზე და პრეზიდენტი არ შექმნის გარკვეულ პრობლემებს სახელმწიფოსთვის. ამას სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გააკეთებს, როგორც კი პროექტი გადაეგზავნება მას", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.