ზვიად ძიძიგური პრეზიდენტს მიმართავს

ზვიად ძიძიგური პრეზიდენტს მიმართავს

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, მას შემდეგ რაც ვეტოდაძლეული კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება, მას 7-დღიანი ვადა აქვს, რათა ხელი მოაწეროს, ან არ მოაწეროს.

"ჩვენი კანონმდებლობა გულისხმობს, რომ ჩვენ მას შემდეგ რაც ვეტოს დავძლევთ და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ დავძლევთ, ამის შემდეგ ვეტოდაძლელული კანონპროექტი უკვე პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაგეზავნოს. მას შეუძლია 7 დღის განმავლობაში თქვას თანხმობა და მოაწეროს ხელი ვეტოდაძლეულ კანონს, ან პირიქით, მან 7 დღის შემდეგ თქვას, რომ ის არ ეთანხმება და ხელს არ აწერს. ასეთ შემთხვევაში 1-დან 7 დეკემბრამდე და შემდეგ კიდევ 3 დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოსაწერად, აღმოჩნდება, რომ ჩვენ ერთგვარ სამართლებრივ ვაკუუმში ვიქნებით და ასეთი ტიპის ვაკუუმში შესვლა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ არის. ამაში მემგონი ყველანი შევჯერდებით. თუკი არის ასეთი ვაკუუმის შექმნის საშიშროებები, ვფიქრობ, რომ სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოახდინოს, რომ ასეთი ლაფსუსები არ მოხდეს სამართლებრივი თვალსაზრისით, ამიტომ მე მინდა, პრეზიდენტს მივმართო და ვუთხრა, რომ ვეტოდაძლეულ კანონს ან დღესვე მოაწეროს ხელი, ან დღესვე განაცხადოს, რომ ხელს არ მოაწერს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავენ. პრეზიდენტის შეთავაზებები კანონმდებლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ გააცნო.