თუ შავი ყუთი შსს-დან გავა, ქვეყანაში შავი ყუთუკები გაჩნდება

თუ შავი ყუთი შსს-დან გავა, ქვეყანაში შავი ყუთუკები გაჩნდება

თუ შავი ყუთი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავა, ქვეყანაში შავი ყუთუკები გაჩნდება, - ასეთ პროგნოზს ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის" წევრი თემურ მაისურაძე აკეთებს, რომელიც შესაბამისი განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.

"იმ სასამართლოს, რომელიც გვინდა, რომ გამოსწორდეს, იმ სასამართლოში, სადაც გვინდა ბევრი რამ შეიცვალოს, ჩვენ თვითონვე ჩავდებთ ნაღმს. რაც შეეხება შავ ყუთს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში უნდა იყოს, რადგან არის საფრთხე, რომ ქვეყანაში რამდენიმე შავი ყუთუკა გაჩნდეს. შსს ახალი კანონის შესაბამისად პასუხისმგებელი ხდება ფარული მოსმენების კანონიერებაზე და პასუხს აგებს შავ ყუთში არსებულ ინფორმაციაზე. მისი შსს-დან გატანის შემთხვევაში გაჩნდება ორგანიზაციები, რომელსაც ასეთი შავი ყუთები ექნება", - განაცხადა თემურ მაისურაძემ.

პრეზიდენტმა ვეტოდადებული პროექტის სანაცვლოდ, პარლამენტს შესთავაზა პროექტი, რომლის მიხედვით, ფარულ-მოსმენებზე წვდომის ე.წ. ორდონიანი სისტემა ძალაში რჩება. პრეზიდენტის ვარიანტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების და შესაბამის ტექნიკურ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, თუმცა ამას სასამართლოს ელექტრონული თანხმობის გარეშე ვერ განახორციელებს. პრეზიდენტის პროექტით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარულ მოსმენა-მიყურადების პროცესის მხოლოდ გარე კონტროლის ინსტიტუტს წარმოადგენს