პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობაა

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობაა

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობაა - თამარ ბერუჩაშვილის ეს სიტყვები კვლავ აქტუალურია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა გააკეთა.

"რუსი მწერალი პელევინი ამბობდა, საბჭოთა კავშირიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში გადასვლა არის გადასვლა არსაიდან არსაით. ეს კანონპროექტიც, სამწუხაროდ, არის გადასვა არსაიდან არსაით", - განაცხადა რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის შეთავაზებას "ქართული ოცნება".

დეპუტატის განმარტებით, მთავარი პრეტენზია ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის მიმართ არის ის, რომ მოსმენების "შავი ყუთი" შსს-ს რჩება, რაც ტექნიკური მნიშვნელობის საკითხი არ არის და მისი გადაწყვეტა არც პრეზიდენტის პროექტით ხდება.

პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა პროექტი, რომლის მიხედვით, ფარულ- მოსმენებზე წვდომის ე.წ. ორდონიანი სისტემა ძალაში რჩება. პრეზიდენტის ვარიანტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების და შესაბამის ტექნიკურ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, თუმცა, ამას სასამართლოს ელექტრონული თანხმობის გარეშე ვერ განახორციელებს. პრეზიდენტის პროექტით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარულ მოსმენა-მიყურადების პროცესის მხოლოდ გარე კონტროლის ინსტიტუტს წარმოადგენს.