პრეზიდენტმა შს სამინისტროს კონსულტაციებისთვის მიმართა, თუმცა სამწუხაროდ ეს შეხვედრა არ შედგა

პრეზიდენტმა შს სამინისტროს კონსულტაციებისთვის მიმართა, თუმცა სამწუხაროდ ეს შეხვედრა არ შედგა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსულტაციებისთვის მიმართა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეხვედრა არ შედგა. ამით გიორგი კვერენჩხილაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანან კობახიძეს უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, გაიარა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსულტაციები ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მომზადებისას.

"თითქმის ორი თვეა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მისი ადმინისტრაციისგან იყო გაგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზეც, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის სახელეზეც, იყო პირადი საუბრებიც იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, შს სამინისტროში ამ საკითხზე მომუშავე ადამიანებთან შეხვედრის. ეს იყო ჯერ კიდევ პირველ ვეტომდე.

თუ სწორად მახსოვს, ეს წერილი და სატელეფონო საუბრები 3 ოქტომბერს იყო. მას მერე 2 თვეა გასული და სამწუხაროდ ამ საკითხთან დაკავშირებით ეს შეხვედრა არ მოხერხდა. პრეზიდენტმა თავის გამოსვლებშიც დააფიქსირა, რომ მან მიმართა თხოვნით, შეხვედრა შემდგარიყო, თუმცა ეს არ შედგა", - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

რაც შეხება კომპტენტური პირების ანუ ტექნიკური ცოდნის მქონე პირების ჩართულობას, კვერენჩხილაძემ აღნიშნა, რომ ამის ფუფუნება მათ არ ჰქონდათ, თუმცა გარკვეული დოზით იყო ტექნიკური კონსულტაციები გავლილი.