ზურაბ აბაშიძე - პრეზიდენტის შენიშვნების ნაწილი მისაღებია, მაგრამ სრულყოფილი არ არის

ზურაბ აბაშიძე - პრეზიდენტის შენიშვნების ნაწილი მისაღებია, მაგრამ სრულყოფილი არ არის

"თავისუფლი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შენიშვნები ფარულ მომენებთან დაკავშირებით კანონზე საინტერესოა .

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში თავისი უფლება გამოიყენა და ეს სწორია.

"თავისუფალი დემოკრატების" პოზიციაა, რომ მთლიანობაში პრეზიდენტის შენიშვნები საკმაოდ საინტერესოა. პრეზიდენტმა თავისი უფლებამოვალეობა გამოიყენა აბსოლუტურად სწორად და ეს ძალიიან კარგია. მიგვაჩნია, რომ ეს შენიშვნები სრულყოფილი არ არის და შენიშვნებს პასუხს სრულყოფილად არ სცემს, რომელიც გვქონდა. აქედან გამომდინარე ფრაქციაში გადაწყვეტილებას მივიღებთ - ან არ მოხდება გაზიარება ან საერთოდ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ვეტოს წინააღმდეგ ხმას არ მივცემთ. პრეზიდენტის შენიშვნების ნაწილი მისაღებია, მაგრამ სრულყოფილი არ არის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.