ეკა ბესელია - პრეზიდენტის შენიშვნებს ვერ გავიზიარებ, რადგან ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება

ეკა ბესელია - პრეზიდენტის შენიშვნებს ვერ გავიზიარებ, რადგან ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს. 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით არსებული შენიშვნები და მისი შემდგომში განხორციელება საკმაოდ რთულ პროცესთანაა დაკავშირებული.

"მათ შენიშვნებს ვერ გავიზიარებ, რადგან ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. წარმოდგენილი პროექტით, სასამართლო პრაქტიკულად ერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორცილებაში. იმიტომ, რომ ე.წ მეორე გასაღები ანუ თანხმობა, ინსპექტორიდან გადადის მოსამართლესთან, რაც იმას ადასტურებს, რომ ფარული საგამაოძიებო მოქმედებები დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე მიუღებელია ის, რომ აუცილებელ გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო იწყებს თავისი თანხმობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასტურის მიცემას 24 საათში თავად სასამართლო ამოწმებს, რამდენად სწორად გაიცა ბრძანება. ანუ, თავისივე მიღებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპის შეცვლა. ის არათუ ბალანსს ასწორებს, არამედ ხელყოფს მას და ეს გაუმართლებელი შემოთავაზებაა. ასევე შესაცვლელია წესი, რომელიც მონაცემთა დამუშავების წესს გულისხმობს", - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.