გია ჟორჟოლიანი - პრეზიდენტმა გადაწყვიტა უმრავლესობასთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში შევიდეს

გია ჟორჟოლიანი - პრეზიდენტმა გადაწყვიტა უმრავლესობასთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში შევიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ,,ქართული ოცნების" საწინააღმდეგო პლატფორმაზე გადავიდა. 

როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პრეზიდენტს აქვს უფლება ვეტო დაადოს კანონპროექტს, თუმცა მას საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს. 

,,პრეზიდენტმა გადაწყვიტა პოლიტიკურ დაპირისპირებაში შევიდეს უმრავლესობასთან. ვფიქობ, რომ მისი ცვლილებები არ ჯდება იმ მმართველობის სისტემაშიმ რომელიც ჩვენ გვაქვს. პრეზიდენტს შეუძლია დაადოს ვეტო კანონპრეოქტს, მაგრამ მას არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და ამ დროს ის გვთავაზობს რაღაცეებს. ეს არის წმინდა პოლიტური დაპირისპირება და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში პრეზიდენტი შევიდა. აყვა იმ კამპანიას, რომელიც აბსოლიტურად უსაფუძვლოდ, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის წამოიწყო რამდენიმე არასამთავრობომ და ზოგიერთმა ჟურნალისტმა, რომლებიც აბსოლუტურად უდიერად მოიხსენიებენ პარლამენტის წევრებს. ვფიქრობ, რომ დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი ეწოდოს. Uუნდა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. Eეს არის სერიოზული საკითხი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საქმეში ჩაერთო პრეზიდენტი, რომელიც იყო,, ქართული ოცნების" კანდიდატი და მისი სახელით იქნა არჩეული. პრეზიდენტი ,,ქართული ოცნების" საწინააღმდეგო პლატფორმაზე წავიდა", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.