"ბიზნესკურიერში" მომხდართან დაკავშირებით ეთიკის ქარტიის საბჭოში დისკუსია მიმდინარეობს

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორის თამარ რუხაძის განცხადებით, საბჭოში აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა იმართება.

როგორც თამარ რუხაძე აცხადებს, ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განცხადებას გაავრცელებს.

გადაცემა "ბიზნესკურიერში" სტუმრად  ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი  გიორგი ჩოგოვაძე იყო მიწვეული. კამათი წამყვანსა და მას შორის მისთვის დასმულ ინტერაქტიულ კითხვას მოჰყვა, რითაც როგორც გადაცემის წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვოლმა განმარტა, მისი კვალიფიკაციის ერთგვარი შემოწმება უნდა მომხდარიყო, რადგან  მისი ოპონენტები ამბობენ, რომ მას ამ სფეროში კვალიფიკაცია არ გააჩნია. "ბიზნესკურიერის" ეთერში გასვლის შემდეგ, "ფეისბუქზე" გვერდი "ბოიკოტი აკაკი გოგიჩიაშვილს" შეიქმნა.