აკაკი გოგიჩაიშვილი მის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე პირველ კომეტარს აკეთებს

აკაკი გოგიჩაიშვილი მის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე პირველ კომეტარს აკეთებს

ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებით, პოლიტიკოსები ძალიან შეეჩვივნენ იმას, რომ არ პასუხობენ იმ შეკითხვებს, რომელიც არ მოსწონთ.

"ძალიან შეეჩვივნენ პოლიტიკოსები იმას, როდესაც ჟურნალისტი კითხვას სვამს, რომელზეც პირდაპირი პასუხის გაცემა არ სურთ. შესაბამისად, გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ისე იწურება, რომ მისი წამყვანი სასურველ კითხვაზე პასუხს ვერ იღებს. არაპროფესიონალიზმია, როდესაც არ პასუხობ იმ კითხვას, რომელიც არ მოგწონს - მაშინ რატომ მიდიხარ გადაცემაში?!",-აცხადებს აკაკი გოგიჩაიშვილი.

რაც შეეხება ჟურნალისტის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამოხმაურებებსა და სპეციალურად შექმნილ გვერდს, მას აკაკი გოგიჩაიშვილი ძალიან დადებითად აღიქვამს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ის ლანძღვა-გინებას შეეჩვია და ეს იმას ნიშნავს, რომ აკეთებ ისეთ საქმეს, რომლის ირგვლივაც მსჯელობა იმართება. 

გადაცემა "ბიზნესკურიერში" სტუმრად  ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი  გიორგი ჩოგოვაძე იყო მიწვეული. კამათი წამყვანსა და მას შორის მისთვის დასმულ ინტერაქტიულ კითხვას მოჰყვა, რითაც როგორც გადაცემის წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვოლმა განმარტა, მისი კვალიფიკაციის ერთგვარი შემოწმება უნდა მომხდარიყო, რადგან  მისი ოპონენტები ამბობენ, რომ მას ამ სფეროში კვალიფიკაცია არ გააჩნია. "ბიზნესკურიერის" ეთერში გასვლის შემდეგ, "ფეისბუქზე" გვერდი "ბოიკოტი აკაკი გოგიჩიაშვილს" შეიქმნა.