"პრეზიდენტის ვეტო პროცესს უსარგებლოდ აჭიანურებს"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ვეტო არ იქნა დაძლეული, პირველი დეკემბრიდან იქმნება ვაკუუმი და რეალურად, დანაშაულს ვეღარავინ შეებრძოლება.

"მე, ეს როგორც იუსტიციის მინისტრს, მაღელვებს. მე ვთვლი, რომ პრეზიდენტის ვეტო უსარგებლოდ აჭიანურებს პროცესს, ერთი დღეც ძალიან დიდი დროა, იმიტომ რომ ზეგ უკვე ჩვენ სამართლებრივ ვაკუუმში ვართ. იმედია, რომ ვეტო იქნება დაძლეული, რადგან მოსამართლის შემოყვანა ამ პროცესში არასწორია, იმიტომ რომ მოსამართლე ვერსად ვერ შევა, რადგან ინსპექტორს აქვს ინსპექტირების უფლება",-განაცხადა წულუკიანმა "იმედის" ეთერში.

თეა წულუკიანი პარლამენტიდან პრეზიდენტისთვის გადაგზავნილ პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.