"ირაკლის ხელი ჩავკიდე როგორც ძმას და ეს ხელი გავუშვი 4 ნოემბერს, ბრიფინგის ჩატარების დროს"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დარტყმის ობიექტი ყველა ყოფილა ამა თუ იმ მთავრობაში და არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ არჩევანს ცვლის.

როგორც იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა, ის, რომ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეიძლება კითხვები იყოს, არ ნიშნავს იმას, რომ ქართველმა ერმა ევროატლანტიკური არჩევანი შეცვალა.

"როგორც კი მისი 5 თანამშრომელი დააკავეს, მე ირაკლის ხელი ჩავკიდე როგორც საკუთარ ძმას და მეგობარს, რომელსაც უჭირს და მე ეს ხელი არ გამიშვია, 4 ნოემბრის 18:00 საათამდე, როდესაც მან ბრიფინგი ჩაატარა - ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი მესიჯებით. ეს ხელი მე ბრიფინგის ჩატარების დროს გავუშვი. ამას ვამბობ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - ჩვენ შევხდით და ხელიც ჩამოვართვით ერთმანეთს და შევთანხმდით რომ იმ ეტაპზე, საგანგაშო არაფერი ხდებოდა. ის რომ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეიძლება კითხვები იყოს, არ ნიშნავს იმას, რომ ქართველმა ერმა ევროატლანტიკური არჩევანი შეცვალა",-განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დარტყმის ობიექტი ყველა ყოფილა ამა თუ იმ მთავრობაში და ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ არჩევანს ცვლის.

"ეს ჩაჭიდებული ხელი ნიშნავდა იმას, რომ მე მას ვაძლევდი რჩევებს და არაფერი არ წაშლის ჩვენი 5 წლის ბრძოლას, რაც არის ჩვენი საერთო წარსული. ის რჩება ჩემთვის უძვირფასეს ადამიანად",-განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, განცხადება რომ შეტევა მიმდინარეობას ევროატლანტიკურ კურსზე არაკეთილმოსურნეების მიერ იყო გამოყენებული.

"მე ვიყავი სხვადასხვა ქვეყანაში, ხვალ მივემგზავრები ბერლინში და არ არის გამორიცხული, ეს განცხადება ჩვენ ქვეყანას წინ დახვდეს",- განაცხადა წულუკიანმა.