"ვეთანხმები მიღებულ კანონს თუ არა, ვალდებული ვარ, ხელმოწერით გავუგზავნო პრეზიდენტს"

"მიღებული კანონები, კონკრეტულად მოსმენების შესახებ კანონპროექტი, რომლისთვისაც მე ხმა არ მიმიცია პირველი და მეორე მოსმენის დროს და დაასრულა პარლამენტმა მათზე მუშაობა, ის ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა პრეზიდენტთან. მე ვეთანხმები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს თუ არა, მე ვალდებული ვარ ხელმოწერით გავუგზავნო პრეზიდენტს. ეს პრეზიდენტს აქვს უფლება თავის შენიშვნებით უკან დააბრუნოს, ან მოაწეროს ხელი და კანონად აქციოს. მაგრამ თუ პარლამენტმა ვეტო დაძლია და პრეზიდენტმა მაინც გადაწყვიტა, რომ ხელი არ მოაწეროს, ეს არის მისი უფლება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობა ხვალ გაიმართება.