"ბიზნესკურიერს" სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა

აკაკი გოგიჩაიშვილის "ბიზნესკურიერს" სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

ჟურნალისტები და სოციალური ქსელის მომხმარებლები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ.

საუბარია გადაცემაზე, სადაც აკაკი გოგიჩაიშვილს სტუმრად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ჩოგოვაძე ჰყავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი გელა მთვილიშვილი რეაგირებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელობას თამარ რუხაძეს და ნათია კუპრაშვილს სთხოვს.

რაც “მასპინძელმა” გააკეთა, სირცხვილია! ასე არ შეიძლება! ეს არ არის პროფესიონალიზმი! ასეთი არ უნდა იყოს ჟურნალისტი! - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნიკა კაცია.

44:00-ე წუთიდან ნახეთ ამ ჟურნალისტის თავხედობა და საყოველთაო ბოღმის გადმონთხევა რესპოდენტზე ... სად არის ქარტია ამ დროს??? - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

აკაკი ფიოლია - საინტერესოა, ამ გოგიჩაიშვილმა საერთოდ თუ იცის დედოფლისწყარო სადაა? რუკა, რომ დაუდო საერთოდ თუ იპოვნის?! საჯარო მოხელის თმენის ვალდებულების რა ვთქვი თორე ხომ იყო ახლა ეს გოგიჩაიშვილი კარგი საგინებელი?!

ნინი ჭოლაძე - ესაა სირცხვილი, ჟურნალისტი არ უნდა იყოს ასეთი თავხედი, ყველაფერს აქვს

პაატა ციკოლია - გოგიჩაიშვილი სამკურნალოა, არხილოსკალოში გაუშვით, დაისვენოს!

თეა ჯაყელი - 2003-ში ვალერი ასათიანს რაც აკადრეს, იმის მერე ზოგიეთი პერსონისთვის ჟურნალისტობა უნდა აეკრძალათ.

მაგდა მარუაშვილი - აკაკი, როგორი მდაბიო, როგორი საცოდავი და საბრალო ხარ!!! დაბოღმილი ბუკეტი და არაპროფესიონალიზმის ზეიმი! აი, ვინც კი ტაში შემოჰკრა შენს ამგვარ ქმედებას ის კი შენი ჯიბის გოგო-ბიჭები არიან!!! უბედურება ის არის რომ ეს ჟურნალისტიკა ჰგონიათ!!

მალხაზ ხარბედია - ეხლა ვნახე გოგიჩაიშვილის ის რამდენიმე წუთი და ძალიან გატეხა. ძალიან!!! Ceterum censeo Rustavi 2 esse delendam. სიძულვილის, ტერორის და გამოთაყვანების ბუდე უნდა მოიშალოს, "ასავალ დასავალი" იქნება ეს თუ "რუსთავი 2", მნიშვნელობა არ აქვს. მედიის უფლებები არა კვერცხი :((( პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა შეუშალოს ხელი ამ მონსტრებს ფუნქციონირებაში და მიიყვანოს სრულ ნგრევამდე.

დავით ფერაძე- ყოველვის მომწონდა ეს გადაცემა, მაგრამ ეს რა იყო??? გოგიჩაიშვლი ასავალ დასავალის ჟურნალისტს დაემსგავსა. ძალიან არასერიოზული და არაეთიკური იყო რაც ჩაიდინა რუსთავი–2მა. ბიზნეკურიერი იყო თუ ცირკი?

ოთარ ბარკალაოა მოიცა რა, რა გიკვირთ ხალხო? გოგიჩაიშვილმა თავისი ბინძური 60 წუთის გადაცემით ვალერი ასათინის შვილის სიკვდილი გამოიწვია!!!! ეს იცოდით?????????? საერთოდ როგორ მიდიხართ გადაცემაში ასეთ არსებასთან????

თამარ თავართქილაძე- არაპროფესიონალი ხარ აკაკი, ჟურნალისტობის უფლებას წაგართმევდნენ ნებისმიერ ქვეყანაში, ძალიან გიჭირს