დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების ცენტრებს 38 ახალი მანქანა გადასცეს

დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების ცენტრებს 38 ახალი მანქანა გადასცეს

დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს 38 ახალი, სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ავტომობილი გადასცეს. მანქანების გადაცემის ცერემონია ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონების რწმუნებულები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ..

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 30 მაღალი გამავლობის, ხოლო ბარის ტიპის რეგიონებში კი 8 საშუალო გამავლობის ავტომობილი განაწილდა.

სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში 5 დეკემბრიდან დაიწყება, ავტოპარკი სრულად 2014 წლის ბოლომდე განახლდება.