თბილისის მასშტაბით, ყველაზე მეტი დანაშაული ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში დარეგისტრირდა

თბილისის მასშტაბით, ყველაზე მეტი დანაშაული ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში დარეგისტრირდა

მიმდინარე წელს, თბილისის მასშტაბით, ყველაზე მეტი დანაშაული ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში დარეგისტრირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში სულ 7981 დანაშაულია დარეგისტრირებული, აქედან - 2099 ვაკე-საბურთალოს სამმართველოში.

თბილისში მომხდარი 7981 დანაშაულიდან გახსნილია 4570.

რაც შეეხება უბნების მიხედვით სტატისტიკას, ვაკეში 2099 დანაშაულიდან 892 გაიხსნა, ისანი-სამგორის სამმართველოში დარეგისტრირებული 1861-დან გახსნილია 1209, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში რეგისტრაციაშია 1741 დანაშაული, საიდანაც 1050 გახსნილია, დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველომ კი - 889-დან 439 გახსნა.

ძველი თბილისის სამმართველოში 1229 დანაშაული დარეგისტრირდა, საიდანაც სამართალდამცველებმა 858 გახსნეს.

ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს რეგისტრაციაში კი 162 დანაშაულია, საიდანაც 122 გაიხსნა.