ლევან იზორიას მიმართ გაკეთებული განცხადებები არაკორექტულია

ლევან იზორიას მიმართ გაკეთებული განცხადებები არაკორექტულია

ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტს მხარს უჭერს მთავრობა, პრემიერი, საკითხი უნდა იყოს შეთანხმებული და არ უნდა მოვიდეთ წინააღმდეგობაში ერთმანეთთან, რადგან კანონი კონსენსუსით უნდა მიიღებოდეს და არა დაპირისპირების გზით, - განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელია აცხადებს, მისთვის გაურკვეველია დეპუტატების ნაწილის მოსაზრება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მოზადებულ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე, რადგან მისი თქმით, უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანის უფლებების ნაწილია.

,,უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანის უფლებების ნაწილია. ჩვენი მოქალაქეები თავს დაცულად რომ გრძნობდნენ, ამაზე ჩვენი კომიტეტიც უნდა ზრუნავდეს და სხვა კომიტეტებიც. შსს ჩართული იყო იმ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც ხმალაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არავის გახსნებია. იზორია, მთავრობის წარმომადგენელია, მისი მომზადებული კანონპროექტები პარლამენტში ძალიან ბევრი გვინახავს და მის მიმართ გაკეთებული განცხადებები არაკორექტულია. რეგლამენტში გვიწერია, რომ იმ კანონპროექტებზე რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ის მთავრობას ეგზავნება და მათი მოსაზრებებით ბრუნდება ჩვენთან. ძალიან ვწუხვარ, რომ მჭირდება შეხსენება, ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილი არის უსაფრთხოების ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეა. ადამიანის უფლებების დაცვვის კომიტეტის თავმჯდომარე იმიტომ არის ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ამ კონცეფციაში უფრო მაღალი ხარისხით არის დაცვის მექანიზმი და პერსონალური დაცვის ინსპექტორის გაძლიერება, ეს არის ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი", - განცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

"ჩვენ არ ვიცით, ვინ დაწერა მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი, ბესელიას დაწერილ ტექტს შეიძლება არ ჰგავდეს, რადგან ძალიან გავს იზორიას დაწერილს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, პარლამენტი ე.წ. ორგასაღებიან სისტემასთან დაკავშირებით დღეს ორ კანონს განიხილავს. ფრაქცია "რესპუბლიკელები" კი ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას დაუჭერენ მხარს.