ანდრის ბერზინშმა  გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ანდრის ბერზინშმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ანდრის ბერზიშთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთათვის პატივის მისაგებად გმირთა მოედანზე ლატვიის მინისტრთა კაბინეტის წევრები და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია მივიდნენ. ცერემონიას აგრეთვე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში ლატვიის სამხედრო ატაშე.

შესრულდა სამგლოვიარო მარში, საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.

ლატვიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 25 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბერს დასრულდება. დახვედრის საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. ხვალ კი საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან, სადაც სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.