ე.წ. ხელშეკრულებით თავად აფხაზები არიან აღშფოთებულები

ე.წ. ხელშეკრულებით თავად აფხაზები არიან აღშფოთებულები

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებით აფხაზები აღშფოთებულები არიან , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აფხაზები და ოსები თავის მომავალს მხოლოდ საქართველოში უნდა ხედავდნენ.

"მე მინდა ძალიან მარტივი მაგალითი გითხრათ იმასთან დაკავშირებით რაც ხდება აფხაზეთში, აფხაზეთში, რომელიც არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ამ შეთანხმებით არავინ არ არის კმაყოფილი. ბუნებრივია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ამ ხელშეკრულებით არ ვართ კმაყოფილნი, მაგრამ თვითონ აფხაზებიც არიან აღშფოთებული ამ შეთანხმების გამო. ამ კონფლიქტების შეჯამება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, აფხაზებს, ოსებს, ყველას შეგვიძლია ერთად ცხოვრება და ეს ჯგუფები თავის მომავალს მხოლოდ საქართველოში უნდა ხედავდნენ, მათ ექნებათ ევროპული მომავალი", - განაცხადა მარგველაშვილმა.