რუსეთი ისტერიულად აშენებს თბილისზე შეტევის პირდაპირ გზას

რუსეთი ისტერიულად აშენებს თბილისზე შეტევის პირდაპირ გზას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა პუტინის იდეას რკინიგზის გახსნის თაობაზე. ექსპრეზიდენტის შეფასებით, მოსკოვი თბილისზე შეტევის გზას იმზადებს.

„რუსეთი ისტერიულად აშენებს გზას, რომელიც არის თბილისზე შეტევის პირდაპირი გზა, იმიტომ რომ მცხეთიდან შეტევა ძალიან რთულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2008 წელს გამაგრებები ავაშენებინე. რუსეთი აშენებს გზას კახეთიდან, რომლითაც მართლაც შეიძლება დარტყმა თბილისზეც და აზერბაიჯანზეც. 3 მილიარდი დახარჯა პუტინმა ამ გზაზე. ინტენსიური მუშაობაა რკინიგზის აღდგენაზე ოჩამჩირე-ენგურის მონაკვეთზე. თვალში ნაცარს გვაყრიან და ზურგს უკან მთავრობა რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას,"- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" და განაცხადა, რომ ლაზიკის პორტის გაჩერებით ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის ინტერესებს შეუწყო ხელი.

„ივანიშვილმა დაბლოკა ლაზიკის პორტი ე.ი. ჩვენი შანსი მშვიდობიანი პროაქტიული პოლტიკა გვეწარმოებინა აფხაზებთან მიმართებაში. რითი უნდა განვითარდეს საქართველო? ანაკლიაში კარკასები დგას, შენობის ჩონხები.  ორი წელი რომ დაგვცლოდა და დაგვემთავრებინა, რომ აგვეშენებინა ეს უზარმაზარი პორტი, ყველა აფხაზი აქ გადმოვიდოდა  და ვერც გააჩერებდნენ რუსები,"- აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.