სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა

სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა.

„ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და დისპეტჩერიზაცია სახელმწიფოს კუთვნილებაში დარჩება, დანარჩენი ნაწილი რუსულ კომპანიებს გადაეცემა. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ იმ სტრუქტურის ძიებას, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს", - განაცხადა ბესლან ბუთბამ.

მისი თქმით, აფხაზურ მხარეს უკვე აქვს რამდენიმე წინადადება რუსული კომპანიებისგან. მან ასევე დაადასტურა აფხაზეთის სატრანზიტო რესპუბლიკად გარდაქმნისა და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის სურვილი სომხეთსა და რუსეთში.