ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ლატვიამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოთქვა.
"ლატვია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს და ჩვენ შეშფოთება გამოვთქვით შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, როგორც კიდევ ერთ ნაბიჯი მიმართული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ის არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ვფიქრობ, ასეთი ნაბიჯები ამ ვითარებაში ძალიან სახიფათოა და უნდა დაიგმოს. რაც შეეხება ყირიმის სცენართან მსგავსებას, მოდით, ნუ ვისპეკულირებთ სცენარებით. რუსეთის ქმედებები კავკასიის რეგიონში აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის და სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს", - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.