გიორგი კვირიკაშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლატვია საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია

გიორგი კვირიკაშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლატვია საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლატვიის პრეზიდენტის , ანდრის ბერზინშის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები, ასევე ორი ბიზნესფორუმი. 

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში, ლატვიის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონიალზე განუცხადა.

კვირიკაშვილის განცხადებით, გათვალისწინებულია ასევე ლატვიის დელეგაციის ვიზიტი ბათუმში.

"ლატვია არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროინტერგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც სამწუხაროდ დღეს არ არის მასშტაბური, შევუსაბამოთ იმ ძალიან ფართო და მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ლატვიას შორის",-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ლატვიის პრეზიდენტის გარდა, დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი; თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისი, ეკონომიკის მინისტრი დანა რეიზნიეცე ოზოლა, შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდს კოზლოვსკისი, განათლების მინისტრი მარიტე სეილე, კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე, სოფლის მეურნეობის მინისტრი იანის დუკლავსი.