გაფიცული რკინიგზელები რკინიგზის ადმინისტრაციას მათზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

გაფიცული რკინიგზელები რკინიგზის ადმინისტრაციას მათზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

გაფიცული რკინიგზელები რკინიგზის ადმინისტრაციას მათზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. 

"საქართველოს რკინიგზაზე გაფიცვა დაწყებულია. რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში აცხადებენ, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია გაფიცულ რკინიგზელებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას აიძულებენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რკინიგზის ხაშურის, ქუთაისისა და სამტრედიის მონაკვეთებზე. პროფკავშირი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, განსაკუთრებით დაინტერესდნენ ამ სამ ქალაქში არსებული მდგომარეობით, რადგან როგორც იცით, რეგიონებში არსებული ვითარება ხშირ შემთხვევაში არასასურველად შუქდება და ეს რკინიგზის ადმინისტრაციას ზეწოლის საშუალებას აძლევს", - აცხადებენ პროფკავშირებში. 

მათივე ინფორმაციით, გაფიცვის შედეგად ამჟამად უკევ გაჩერებულია რკინიგზის დაქვემდებარებული ობიექტების უმეტესი ნაწილი. 

"გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვას არ შეწყვეტენ", - განმარტავენ პროფკავშირებში.