თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ შესაძლოა, გოჩა რატიანი დაინიშნოს

თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ შესაძლოა, გოჩა რატიანი დაინიშნოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობა შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა გოჩა რატიანმა დაიკავოს. 

ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" გოჩა რატიანს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა. "ამ საკითხზე მერე ვისაუბროთ",- აღნიშნა რატიანმა.

საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე 4 ნოემბერს დაინიშნა. ხუთ ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრის ყველა მოადგილე. ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას ხუთი მოადგილე ჰყავდა: პირველი მოადგილე იყო ირაკლი გეგეჭკორი, მოადგილეები კი - ალექსი ბატიაშვილი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.
თავდაცვის მინისტრ  მინდია ჯანელიძის ახალი მოადგილეები ჯერ არ ჰყავს.