შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გამართლებულია, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ უნდა შეეწიროს ნომერ პირველ პრობლემას.
„ჩვენმა პოლიტიკამ გაამართლა, გაამართლა პოლიტიკის გაყოფამ, სადაც ვთანხმდებით, იქ ერთი პოლიტიკაგვაქვს და სადაც ვერ ვთანხმდებით, იქ მეორე. ჟენევაში ვსაუბრობთ კონფლიქტებზე, კარასინი-აბაშიძისშეხვედრაზე სხვა ურთიერთობებზე.
გაამართლა, რომ ჩვენ არ ვაქციეთ კახეთი, სამეგრელო და სხვა რეგიონები აფხაზეთის მძევლად. კახეთის ღვინოარ უნდა ვაქციოთ ჩვენ აფხაზების მძევლად. ჩვენ ეს მოვახერხებთ და არ ვაპირებთ უკან დახევას. არ შეიძლება.რიგში მდგარი სხვა პრობლემები არ უნდა შეეწიროს ამ ნომერ პირველ პრობლემას," - განაცხადა ზაქარეიშვილმა გადაცემა „არჩევანში".