მიხეილ სააკაშვილი - მოქმედმა ხელისუფლებამ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად ნიკა გილაურის დანიშვნას ხელი შეუშალა

მიხეილ სააკაშვილი - მოქმედმა ხელისუფლებამ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად ნიკა გილაურის დანიშვნას ხელი შეუშალა

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს უკრაინის ბიზნესომბუდსმენად ნიშნავდნენ, რასაც საქართველოს მთავრობამ ხელი შეუშალა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" ნიო-იორკიდან ჩართვისას განაცხადა.

"ნიკა გილაურს ნიშნავდნენ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად, ეს იყო ევრობანკის პროექტი, თუმცა საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ნოტა და უთხრა, რომ თუ გილაურს დანიშნავთ უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთვარობა მუდმივად პრობლემებს უქმნის მათ. 

"ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამათმა თუ მიიყვანეს ბოლომდე, ეს საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხის სატარებლი უმძიმესი ტვირთი იქნება. ვინც გაატარა წარმატებული რეფორმები, რუსეთის მოთხოვნაა, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს და ეს უნდა დღეს რუსეთს, ეს ინტერესები ემთხვევა ამათ ინტერესებს. საქართველოს პროკურატურა დღეს პირდაპირ მონაწილეობს ივანიშვიის დავალებით ქვეყნის ღალატში", - აღნიშნა სააკაშვილმა.