საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე დაახლოებით 200 მილიონ დოლარად შეფასებული ქონების მფლობელია. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკური გამოცემა "ბი პი ენ"-ი ავრცელებს. ეკონომიკური გამოცემა "ბი პი ენ"-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტყემალაძე დაახლოებით 200 მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს.
ტყემალაძის ქონებრივი დეკლარაციიდან კი , რომელიც მას 2012 წლის დეკემბერში აქვს შევსებული, ირკვევა, რომ ის ფლობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბინას, რომლის ფართობი 205 კვ. მეტრია, ასევე მის მფლობელობაში შედის მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხი, აგრეთვე მსუბუქი ავტომანქანა "პეჟო 607" და სს "თბილხელსაწყოს" ფასიანი ქაღალდები 68 500 დოლარის ოდენობით. ნაღდი ფულის რაოდენობად კი დეკლარაციაში 17 ათასი დოლარი , 3 500 ევრო და 75 ათასი ლარია მითითებული.
ზურაბ ტყემალაძე ასევე შპს "საამოსა" და შპს "აგუნას" პარტნიორია. მისი ქონება არაოფიციალურად დაახლოებით 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
353
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85