კიევის ნატო-სკენ სწრაფვა ვითარებას გაამწვავებს და არ გააუმჯობესებს უკრაინელების ცხოვრებას

კიევის ნატო-სკენ სწრაფვა ვითარებას გაამწვავებს და არ გააუმჯობესებს უკრაინელების ცხოვრებას

კიევის ნატო-სკენ მისწრაფება უკრაინის ირგვლივ ვითარების გამწვავებას გამოიწვევს და არ გააუმჯობესებს უკრაინელი ხალხის ცხოვრებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა პეტრო პოროშენკოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას უკავშირდება.

"ჯერ კიდევ 2008 წელს, პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამერიკის ზეწოლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს ფრაზას იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქრთველო ნატო-ს წევრები გახდებიან. ამ გადაწყვეტილებას მეტ-ნაკლებად დამანგრევლად მივიჩნევ ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის და ეწინააღმდეგება ყველა იმ პოლიტიკური და დიპლომატიური პროცესის ლოგიკას, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოიყენებოდა", - განაცხადა რიაბკოვმა.

მან უკრაინის განცხადებას იმ ილუზიის შედეგი უწოდა, რომლითაც, მისი თქმით, კიევის ლიდერები ცხოვრობენ, ასევე ბევრი დასავლეთში. "ცხოვრობენ ილუზიებით იმის შესახებ, რომ გეოპოლიტიკური დასავლური თამაში - ყველაფერია, ადამიანთა ცხოვრება - არაფერი", - განაცხადა რიაბკოვმა.