უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებზე შეხვედრა გამართა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებზე შეხვედრა გამართა

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" უზენაესი სასამართლოს ინიციატივით განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ ჯგუფის მიერ უკვე მომზადდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და წინადადებები. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ განაჩენის დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტის არსებობა მნიშვნელოვანია და სასამართლო ხელისუფლება ბევრი მიმართულებით მუშაობს, რომ ეს სტანდარტი მაღალი იყოს. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, სავარაუდოდ, 2015 წლის იანვარში გაიმართება სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების პრეზენტაცია.

"თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრას მოსამართლეები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.