ე.წ. ხელშეკრულება ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია

ე.წ. ხელშეკრულება ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთ-აფხაზეთს შორის ე.წ.ხელშეკრულების გაფორმებას შეეხება. მინისტრის თქმით, პრეზიდენტის მსგავსი განცხადება ყველასთვის მისაღებია.

"საქართველოს პრეზიდენტი ყველა ძალის გამაერთიანებელი ფიგურაა და მნიშვნელოვანია, რომ მან მსგავსი განცხადება გააკეთა. თუმცა, ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით. აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმება ეს არის თემა, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო საკითხს წარმოადგენს. განა შეიძლება ამ საკითხზე ვინმეს არ ჰქონდეს ერთი და იგივე აზრი საქართველოში. ამიტომ ეს ინიციატივა გასაგებია და მისაღებია ყველასთვის. გუშინ გაფორმებული ხელშეკრულება ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. არაღიარების პოლიტიკა ისევ გრძელდება და უკვე ვნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკურ პარტნიორებს", - განაცხადა წულუკიანმა.