შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საარჩევნო გარემოს შეცვლაა.
როგორც შეხედრის დაწყებამდე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, ოპოზიცია შეხვედრაზე კონკრეტული დოკუმენტით და ინიციატივებით მივიდა, რომელიც მათ შეადგინეს.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ მათ 4 ძირითადი თემა გამოყვეს, რაც მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს არჩევნებსა და მის შედეგებზე.
კაციტაძე იმედს გამოთქვამს, რომ საკითხებზე შეთანხმება მოხდება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არჩევნებამდე 1 წლით ადრე განხორციელდება.