"რუსეთის ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს"

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა.

როგორც ელჩმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროკავშირი პროცესებს ახლოდან აკვირდება.  

"მინდა გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია, რომელიც ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გავრცელდა. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ  ე.წ. ხელშეკრულება ზიანის მომტანია ძალისხმევისა, მოხდეს საკითხის ეფექტურად მოგვარება. მეორე მხრივ, მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ნაბიჯი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. რასაკვირველია, ჩვენ განვაგრძობთ ამ პროსეცების ახლოდან დაკვირვებას",- განაცხადა ჰერმანმა.