ეკატერინე პანჩურიძეს უყვარდა მაისის სიცხეში საკუთარ ბაღში სეირნობა და ნაზად მოფარფატე კუნსულუს კელამპარუსების თვალიერება. უყვარდა საღამოს სიო, ასე ნაზად რომ არხევდა მისი ჩალის ქუდის ბოტასებს.
ბაღს ქუჩისაგან გრძელი ბეტონის კედელი ჰყოფდა. კედლის იქით, შარვალგამოხეული შალვა ნიორაძე ყოველ საღამოს ნატრობდა, რომ კუნსულუს კელამპარუსად გადაქცეულიყო, კედელს გადავლებოდა და ეკატერინე პანჩურიძის მკლავებში ამოეყო თავი. ერთ მშვენიერ საღამოს, შალვა ნიორაძე ქუჩაში მანქანამ გაიტანა. შავი გორდონ-მაუერის მძღოლი შემცბარი გადმოხტა ავტომობილიდან და ნიორაძის ერთი შეხედვით უსული სხეულთან ჩაიმუხლა.
- კონვერჯი, კონევრჯი ჩქარა! შეჰყვირა მძღოლმა და აატორტმანა და აადუღა მიწყნარებულ მაისის ქუჩაზე ცხოვრება. დამფრთხალი ხალხი აქეთ-იქეთ აწყდებოდა. ბოლოს ერთმა სატელოფონო ურნას მიაგნო და სასოწარკვეთილმა დაიწყო ნომრის კრეფა.
კონვერჯებით დატვირთული სასწრაფო მანქანაც მალე მოადგა დანიშნულების ადგილს. დაზარალებული მსწრაფლ აკრიფეს, ზონზოლაკზე დააწვინეს და შუქ-ჩრდილთა მოედნისაკენ გააქანეს. ის იყო ავტომობილის მძღოლი საკუთარ გორდონ-მაუერში ჩაჯდომას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას აპირებდა, რომ იმ ადგილას, სადაც ადრე შალვა ნიორაძე ეგდო, მიყრილ-მოყრილი ზღარბის ძვლები შენიშნა... კედლის იქით კი ეკატერინე პანჩურიძე კუნსულუს კელამპარუსებს შესციცინებდა. მაისის სიო საამურად არხევდა მისი ჩალის ქუდის ბოტასებს.
ქართულ ინტერნეტფორუმებზე ბოლო დროს მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ, ცხელი აგვისტოს და ქალაქიდან ხალხის გაქცევის სურვილის ბრალია. თუმცა, იდეური ფორუმელები კვლავ ჯიუტად და მთელი ძალ-ღონით არიან ჩაბმულნი პოლიტიკურ და არამხოლოდ პოლიტიკურ ბატალიებში.
ბაბილონის გოდოლის შენებისას, როდესაც მოხდა პირველი აღრევა და ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე ერთ ენაზე ახორციელებდნენ კომუნიკაციის აქტს, საერთო ენა შერჩათ მხოლოდ იმათ, ვინც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებდა.
Licemer: “დღეს ჩვენ, ერთ ენაზე ვმეტყველებთ (თუმცა ესეც საკითხავია), მაგრამ არ გვესმის ერთმანეთის, რადგან ლენჩი ხელისუფალის სურვილით ახალგაზრდობა ალთას “ეჩალიჩება”, ხოლო ძველი თაობა-ბალთას. საზოგადოება ყოველთვის იყო დაყოფილი მამებად და შვილებად, მაგრამ არც ერთი ქვეყნის ხელისუფალს აზრად არ მოსვლია ეს დაპირისპირება სახელმწიფო რანგის სიბრიყვის ხარისხში აეყვანა. ანუ, რა თქმა უნდა, ამ საქმეშის ჩვენი ბრიყვი “პრეზო” პიონერია. ეს მან დაყო საზოგადოება უღირს მამებად და ღირსეულ შვილებად... და ეს არ არის უბრალოდ მემკვიდრეობითობის პროდუქტიული პრინციპის უარყოფა, ეს არის ერის ერთიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
ამოვიდა ყელში, ყოველდღე მახსენებენ ჩემს ასაკს ფორუმზე, მახსენებენ როგორც რეალობას, რომლისაც უნდა მცხვენოდეს. არადა, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ავად თუ კარგად, საქართველო თქვენმა მამებმა მოიტანეს დღევანდლობამდე, ხოლო თქვენ, თქვენი ბრძენი ყურცქვიტას თამადობით ფასადის შეკეთებით და ტერიტორიების დარიგებით ხართ დაკავებულები. ასე რომ, ბევრს ნუ ატრაქტორებთ!”
ჰო, მაგრამ ბრიყვებიც რომ აჰყვნენ, ეგაა სამწუხარო იმიტომ, რომ ბრიყვებს რას უზამ? ვერაფერს. მერე რა, რომ ბრიყვია - ადამიანია და იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო.
ძალიან მაგარი ხარ, როცა სიკვდილმისჯილთა საკანში შეგდებული, ცემა-ტყეპისგან დაუძლურებული ქართველი ხალხის ფონზე, ვიღაც უკუღმართებისა და მუდრეგების უფლებების დასაცავად რომ იბრძვი! არა?
Precursor: “ბაზარი არაა, რომ დასავლეთის დონორი ქვეყნებიდან დიდძალი ტრანშები მოშხუილებენ ვიღაცეების ჯიბეში, რომ კიდევ უფრო მეტი გახელებითა და კინტოურით აათამაშონ ერთი ადგილი ქართველმა უფლებათდამცველებმა...
მოდით, ერთხელ მაინც ვიკითხოთ - რა ჯანდაბად სწირავს პრაგმატიკოსი, უფრო სწორედ ჟმოტი, წუწურაქი დასავლელი ობივატელი საკუთარი დანაზოგიდან მნიშვნელოვან თანხებს გადაკარგული ქვეყნების ისეთი პრობლემების მოგვარებას, რომლებიც იქ მხოლოდ აფერისტი ენჯეოშნიკების დაკლადებზე არსებობს?”
არაფერსაც არ სწირავს! - მათ ამ ფულს “ახევენ” თავიანთივე აფერისტი ბიუროკრატები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა რეგიონებში დემოკრატიის განვითარებასა და სინათლის შეტანას...
გახსოვთ ერთი ძველი ლოზუნგი? - მთას დავუბრუნოთ მთიელი?!
Ilelagi: “პატივცემულო იუზერებო! იყო ასეთი მოწოდება გასული საუკუნის 80-იან წლებში, მთას დავუბრუნოთ მთიელი (დაახლოებით ასეთი, ზუსტად არ მახსოვს). ეს პრობლემა არ მოხსნილა, მაშინ ვიფაფხურეთ, მაგრა რეალურად საქმე არ დაძრულა.
რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ეს კომუნისტური ლოზუნგი რეალობად იქცეს? თხოვნა იქნება, მხოლოდ კონკრეტული წინადადებები და სერიოზული განხილვა. კიდევ ერთი, ჩვენ თავზე მივიღოთ, აქედან თბილისიდან რატომ და რისი გულისთვის გადავსახლდებოდით მთაში პირადად. (მე ვერ მომიფიქრებია მაგალითად)”
დიდი ფული უნდა დაიხარჯოს. ოღონდ ეფექტურად. კომუნისტებს უნდოდათ, მთისთვის მთიელის დაბრუნება ჩათვლოდათ, ოღონდ იქ ხალხს შუა საუკუნეების პირობებში უნდა ეცხოვრა. ერთი რომელი რაიკომის მდივანი ან ცეკას წევრი წავიდოდა თვითონ მასე საცხოვრებლად, რესტორნებიდან ვერ ყრიდნენ მაგათ წლობით.
რა აფერხებს ქართულ ეკონომიკას? იქნებ არაფერი აფერხებს?
Mdogvi: “მოდი ერთხელ ფორუმის დონეზე მაინც გამოვუტყდეთ საკუთარ თავს: ეკონომიკა საქართველოში შეფერხებულია მინისტრების დაბალი კვალიფიკაციის გამო? მე მაშინ ვირწმუნებდი ახალი მინისტრის ნათქვამს, თავის სამოქმედო გეგმაში მინიშნება რომ გაეკეთებინა ბიზნესის შემაფერხებელ რეალურ მიზეზებზე.
როგორ ფიქრობთ, ეკონომიკა გაუმჭვირვალობის და პრივატიზების ტემპების გამოა გაჩერებული? შეიძლება ავადმყოფობა ,,გამჭვირვალობით’’ და ,,ერთი დღე ავადმყოფად’’ მეთოდებით განიკურნოს? თავი გავანებოთ ვინ ცეკვავს ბარის სტოიკაზე. არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის.
საუბარია რეალური პრობლემის მიჩქმალვაზე და კომუფლირებაზე. თქვენს საახლობლოში გაიკითხ-გამოიკითხეთ რა ხდება მცირე და საშუალო ბიზნესში. აღარ მინდა თავი შეგაწყინოთ ჩემი ,,თავგადასავლის’’ შესახებ სახელმწიფო მანქანასთან ურთიერთობის“
ყველაფერის ,,გლამურულად წარმოჩენა კარგს არაფერს მოიტანს.
ფორუმული ჩახუტება, მოფერებადა სიყვარულობა ისრაელიდან!
israel1: “ძალიან გვიყვარხართ და გვენატერებით ხალხო, გეხუტებით წმინდა მიწიდან. ამ წუთას დიდი ქართული, ჯიგრული სუფრა გვაქვს გაშლილი 20 ხაზარს, ბავშვობის 3 ქართველი ძმაკაცი ჩამოგვივიდნენ და საქართველოს ვადღეგრძელებთ ქართული ღვინით. სამივე იბრძოდა აგვისტოში და აქ ვმკურნალობით მერე. გადარჩნენ გამჩენის წყალობით. მაგიდებზე დგანან და ღრიალებენ ამათ ვენაცვალე. ვისაც ჩვენი ლამაზი და პატარა საქართველო არ უყვარს, იმის უკიდეგანო ტუნდრა და ტაიგაც...!”
და მხოლოდ ტუნდრა და ტაიგა?
ფრაზები ნაციონალური მოძრაობის 2008 წლის ჟურნალიდან. სიტყვის შეუცვლელად!
ozzy_ka10: „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა. 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს მიწა ბოლო რუსულმა ტანკმა დატოვა
მსხვილი, დიდი ფონტით: სოხუმი ხელის გულზე: ამაო იყო რუსი პოლიტიკოსების ვიშვიში, ბაღაფშის მუქარა, ქართველ ოპოზიციონერთა ნიანგის ცრემლები. არანაირი ძმათამკვლელი ომი არ მომხდარა - ზემო აფხაზეთის მოსახლეობა ქართველ ძალოვნებს, როგორც განმანთავისუფლებლებს ისე შეხვდა. აფხაზეთის მთავრობა თავის მიწაზე დაბრუნდა. აქედან 40 კილომეტრია სოხუმამდე. ქვემო აფხაზეთის დედაქალაქამდე. იმ ქალაქამდე სადაც აუცილებლად დავბრუნდებით უახლოეს მომავალში! ეს გარდაუვალია. რადგან არ არსებობს ძალა რომელიც ერთიან საქართველოს შეაჩერებს.
საპრეზიდენტო პროგრამა ჩემი სახლი: მზადება სახლში დასაბრუნებლად. აბა გაბედონ და ხელი შეგვიშალონ. რუსულ არმიას კუდით ქვა ასროლინა
უკან დახეული რუსი ჯარისკაცები: “რუსი ჯარისკაცები უკან იხევენ, ქართველები ჯიქურ მიიწევენ მათკენ და ჩვენი მიწიდან ერეკებიან და ეს ყველაფერი ჩვენი ულამაზესი შავი ზღვის სანაპიროზე ხდება.
ამ კადრებმა მთელი მსოფლიოს ტელეეკრანები მოიარა და ჩვენს გულებში სიამაყით ჩაიბეჭდა. დიდი ხანია ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ რუსული არმიის უკან დახევინება შეუძლებელია, რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. სააკაშვილმა საპირისპირო დაგვიმტკიცა! ზუსტად ასე გადავრეკავთ მტერს ჩვენი აფხაზეთიდანაც! სააკაშვილის საქართველო უკან აღარასდროს დაიხევს! სააკაშვილის საქართველოს ყველაზე ძლიერი მტერიც უფრთხის!”
საინტერესოა, 1987 წლის სოფლის ცხოვრების ჰედლაინები როდის დაიდება, ხრწნად კაპიტალიზმსა და გამარჯვებულ კომუნიზმზე?