საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე ქუთაისში, პარლამენტში იმყოფება. მასთან ერთად იმყოფება უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც.
მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12.00 საათზე ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით მოხსენებას გააკეთებს, რის შემდეგაც დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიმართავს.
პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლების შემდეგ, პარლამენტში დებატები არ გაიმართება.