საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსგან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას მოისმენს.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში 13:00 საათზე გაიმართება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დავით სერგეენკო პრეპარატ "სოფოსბუვირის" მწარმოებელი კომპანია "გილეადის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებები პრეპარატის საქართველოში ხელმისაწვდომ ფასებში შემოტანასთან დაკავშირებით გაიმართა.