ექიმების ინფორმაციით, მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ექიმების ინფორმაციით, მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მე-6 სართულის აივნიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის კლინიკაში განაცხადეს, ექიმები იბრძვიან, რომ გოგონას სიცოცხლე შეუნარჩუნონ. 

"ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდება ყველა შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიება. ექიმები პატარას სიცოცხლისთვის იბრძვიან", - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში, სადაც ბავშვი გადმოვარდნის შემდეგ მოათავსეს. 

თბილისში, წერეთლის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვი მე-6 სართულიდან გუშინ გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ბინაში მარტო იყო დატოვებული.

ოჯახი ირანიდან არის და წერეთლის 55 ნომერში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.