შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დღეს სამუშაო თათბირი გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თათბირი 15 ნოემბერს დაგეგმილ "ნაციონალური მოძრაობის" აქციას უკავშირდება.
თათბირზე ასევე მიწვეულები არიან პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია, ღონისძიების უსაფრთხო ჩატარების უზრუნველყოფის საკითხების განხილვა.
სამუშაო თათბირი 12:00 საათზე დაიწყება.